ოპოზიციის წევრები, რომლებიც არ უარყოფენ, რომ განიხილება ალიანსის ერთ პარტიად ჩამოყალიბება, ერთი პარტიული ნომრით და საერთო საარჩევნო სიით, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას ვერ მალავენ
ოპოზიციის წევრები, რომლებიც არ უარყოფენ, რომ განიხილება ალიანსის ერთ პარტიად ჩამოყალიბება, ერთი პარტიული ნომრით და საერთო საარჩევნო სიით, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას ვერ მალავენ. ამის მაგალითია პეტრე ცისკარიშვილის და თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება და შეურაცხმყოფელი განცხადებები სოციალურ ქსელში. ამ ფონზე მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ოპოზიცია იღებს, ქვეყნის გარეთ იგეგმება.
