ბუნდესტაგის დეპუტატი აეფდედან მალტე კაუფმანი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება
ბუნდესტაგის დეპუტატი აეფდედან მალტე კაუფმანი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება. ფიშერი პოსტში ბადენ-ვიურტემბერგის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე წერს და აღნიშნავს, რომ დიდი უმრავლესობა ლიბერალური დემოკრატიისა და ევროკავშირის მომხრეებმა მოიპოვეს, ელჩი წუხს მათ გამო, ვინც საქართველოში იმედებს აეფდეზე ამყარებს. მალტე კაუფმანი ქრონიკასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ პეტერ ფიშერის პოსტი აღმაშფოთებელია და ის ან უნდა გადადგეს, ან გადააყენონ.
