აუდიოჩანაწერზე, რომელიც „იმედის“ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გუშინ გამოიგზავნა, შეფასებები კეთდება
აუდიოჩანაწერზე, რომელიც „იმედის“ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გუშინ გამოიგზავნა, შეფასებები კეთდება. სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ ეს 2014 წლის ჩანაწერია. პოსტი მან მალევე წაშალა, დღეს კი ქრონიკასთან კომენტარი არ გააკეთა. საქმე ეხება გივი თარგამაძის და გიორგი კანდელაკის სატელეფონო საუბარს, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. ოპოზიციის ნაწილი იმედის კითხვებს არ პასუხობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება მმართველ გუნდს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ამ ადამიანების მიზანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებაა.
