ხელისუფლების ეროვნულ და პრაგმატულ პოლიტიკას უკავშირებს მმართველი გუნდი იმას, რომ საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად მიიჩნევა
ხელისუფლების ეროვნულ და პრაგმატულ პოლიტიკას უკავშირებს მმართველი გუნდი იმას, რომ საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად მიიჩნევა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო მოგზაურობის განახლებული რეკომენდაციების გვერდი აამოქმედა, რომელიც მოიცავს გლობალურ რუკას. ეს ინსტრუმენტი მოგზაურებს ეხმარება სწრაფად განსაზღვრონ მიმართულებები პოტენციური უსაფრთხოების რისკებით. მსოფლიოს ქვეყნები დაყოფილია ოთხდონიან სისტემად, რომელიც მოგზაურებს შესაძლო რისკების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
