წერილიდან მალევე ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო
წერილიდან მალევე ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი მისწერა. წერილში ნათქვამია, რომ ბრიუსელი აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რათა მისი ტერიტორია რუსეთში პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს.
