საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილის მიერ დევიდ ო`სალივანისადმი 18 თებერვალს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილის მიერ დევიდ ო`სალივანისადმი 18 თებერვალს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. წერილში მინისტრი სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს დეტალურად უხსნის, რომ ყულევის პორტში სანქციების გვერდის ავლის, უკანონო საზღვაო პრაქტიკის ან ევროკავშირის შემზღუდავი ზომების დარღვევის არცერთი შემთხვევა გამოვლენილი არ არის. ამავე წერილში პირველი დიპლომატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, საქართველოს მტკიცე ვალდებულებას, აღკვეთოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა.
