უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით უკრაინის პრეზიდენტის მუქარის შემცველი განცხადების გამო, პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ ევროპარლამენტში დებატების გამართვა მოითხოვა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით უკრაინის პრეზიდენტის მუქარის შემცველი განცხადების გამო, პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ ევროპარლამენტში დებატების გამართვა მოითხოვა. როგორც ჯგუფის ლიდერები წერენ, ამ საკითხზე დებატების გამართვას ევროპის სახალხო პარტიამ და მემარცხენე პოლიტიკურმა ჯგუფებმა მხარი არ დაუჭირეს. „პატრიოტები ევროპისთვის“ აცხადებენ, რომ დაუშვებელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერს არაწევრი ქვეყნის ლიდერი ემუქრებოდეს და ასეთ მუქარას ევროპარლამენტი არ გმობდეს.
