ოფიციალური ანკარა საკუთარი საზღვრებისა და საჰაერო სივრცის დასაცავად განსაკუთრებულ ზომებს იღებს
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების და თურქეთის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების ჩამოგდების ორი ინციდენტის შემდეგ, ოფიციალური ანკარა საკუთარი საზღვრებისა და საჰაერო სივრცის დასაცავად განსაკუთრებულ ზომებს იღებს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად კონსულტაციებს გადიან ნატოსთან და მოკავშირე ქვეყნებთან. ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა თურქეთში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვითი ზომები უკვე გააძლიერა. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ქალაქ მალათიაში „პატრიოტის“ სისტემა ოპერატიულ მზადყოფნაში მოჰყავთ.
