ირანმა, 10-საათიანი პაუზის შემდეგ, ისრაელზე სარაკეტო იერიშები განაახლა
ირანმა, 10-საათიანი პაუზის შემდეგ, ისრაელზე სარაკეტო იერიშები განაახლა. თავდასხმას რკინის გუმბათი იგერიებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ირანში ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაცია, მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება. ღამით თავდასხმების სამიზნე იყო თეირანთან ახლოს მდებარე ბირთვული ლაბორატორიები. ირანზე იერიშების პარალელურად, ისრაელი ლიბანში ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავს. ცახალმა დილით სამხრეთ ლიბანის მოსახლეობა მოსალოდნელი იერშების შესახებ გააფრთხილა და სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა. სპარესეთის ყურეში საპასუხო იერიშებს განაგრძობს ირანიც.
