ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სახალხო დამცველს შეხვდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სახალხო დამცველს შეხვდა. ლევან იოსელიანის განცხადებით, მან დელეგაციას, ადამიანის უფლებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ადამიანების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.
