ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე. მხარეებმა განიხილეს საქართველოში, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ზომები. მინისტრმა დელეგაციის წევრებს გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული სფეროები და მიმდინარე რეფორმები. ისაუბრეს სამინისტროსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მომავალში აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა.
