პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. პრეზიდენტის განცხადებით, ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, 2012 წლიდან საქართველო იყო და რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მტკიცე მხარდამჭერად.
