ირაკლი კობახიძემ აიათოლა მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. მილოცვაში ნათქვამია, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს.
