პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის მთავრობას კითხვებით მიმართავს
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის მთავრობას კითხვებით მიმართავს, მათ შორის კითხვები ეხება საქართველოსაც. პარტია კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს იმის შესახებ, თუ რა ყალბი ამბები გაავრცელა საქართველომ ევროკავშირისა და გერმანიის შესახებ. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ინტერესდება იმითაც, თუ რა პროექტებს აფინანსებს გერმანიის მთავრობა საქართველოში, რატომ არ ასაჯაროებს ამ ინფორმაციას და არის თუ არა ეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.
