აუდიოჩანაწერზე, რომელიც „იმედის“ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გუშინ გამოიგზავნა, შეფასებები კეთდება
აუდიოჩანაწერზე, რომელიც „იმედის“ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გუშინ გამოიგზავნა, შეფასებები კეთდება. საუბარია გივი თარგამაძის და გიორგი კანდელაკის სატელეფონო საუბარზე, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. შეტყობინების ავტორი აღნიშნავს, რომ სანქციებს თავისი საფუძველი აქვს; აქცენტს აკეთებს გიორგი კანდელაკის დაკარგულ კომპიუტერზე, საიდანაც, მისივე თქმით, უცხოეთში ე.წ. დანოსებს აგზავნიდა. ასევე მიუთითებს, რომ გივი თარგამაძე თავისიანების ლაპარაკს იწერს. გივი თარგამაძემ კითხვაზე პასუხად თავისი პოსტი გამოგვიგზავნა და აქცენტი სხვა საკითხზე გადაიტანა. გიორგი კანდელაკმა კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ის ჩანაწერის შინაარსზე არაფერს ამბობს. ირწმუნება მხოლოდ იმას, რომ კომპიუტერი არ დაუკარგავს.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
