ქამალ ხარაზი: ირანი აცხადებს, რომ მზად არის ხანგრძლივი ომისთვის
ირანი აცხადებს, რომ მზად არის ხანგრძლივი ომისთვის. ამის შესახებ CNN-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა საგარეო საკითხებში ქამალ ხარაზიმ განაცხადა. მანვე მოცემულ ეტაპზე ომის დიპლომატიური ხერხებით დასრულება გამორიცხა. თეირანი შეერთებულ შტატებსა და ისრაელზე წნეხის მთავარ ბერკეტად ეკონომიკურ მეთოდებს ასახელებს.
