ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს
კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს. კულტურის დღეები საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის - „ერისიონისა“ და უზბეკეთის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრის ანსამბლ „ტუმორის“ გალაკონცერტით გაიხსნა. თეატრის დარბაზში მოეწყო ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
