დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება
დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება. მანამდე შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთან. განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საკანონმდებლო საქმიანობა. შეხვედრები გაიმართა ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, დაგეგმილია შეხვედრა ყველა მთავარ პოლიტიკურ აქტორთან და ლიდერთან, რის შემდეგაც ვიზიტს შეაჯამებენ.
