უკრაინაში ზაფხულში დაგეგმილ ლგბტქ მარშებს გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე
უკრაინაში ზაფხულში დაგეგმილ ლგბტქ მარშებს გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ლევან მაჭავარიანი საზოგადოებას ახსენებს, რომ ომის ფონზე კიევთან ერთად, ხარკოვში უკვე ორჯერ გაიმართა ლგბტქ აღლუმი. ორგანიზაცია კიევპრაიდმა კიევში თანასწორობის მარში და კიევპრაიდ პარკის ფესტივალი დააანონსა. ორგანიზაციის განცხადებით, კიევში ამ ზაფხულსაც ჩატარდება თანასწორობის მარში. მათ 2026 წლის ღონისძიებების თარიღები უკვე გამოაცხადეს.
