ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. 2022 წლის შემდეგ პირველად ერთი ბარელი ნავთობის ფასმა ას დოლარს გადააჭარბა
ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. 2022 წლის შემდეგ პირველად ერთი ბარელი ნავთობის ფასმა ას დოლარს გადააჭარბა. უახლოეს მომავალში თუ ახლო აღმოსავლეთში ვითარება არ შეიცვალა, ბაზრის ანალიტიკოსები ნავთობზე ფასის კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ და არ გამორიცხავენ, რომ ერთი ბარელი ორას დოლარზე მეტი გახდეს. რამდენიმე საათში ონლაინ ფორმატში საგანგებო შეხვედრას გამართავენ დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები. დისკუსიის მთავარი თემა საწვავზე ფასები და ამერიკა- ისრაელის სამხედრო ოპერაციის ეკონომიკური შედეგია.
