ამერიკულ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი „არწივების“ გამარჯვებით დასრულდა
ამერიკულ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი „არწივების“ გამარჯვებით დასრულდა. თბილისის გუნდსა და რუსთავის „ტიტანებს“ შორის გამართული ფინალური შეხვედრა ფრედ, 14-14 დასრულდა. დამატებით დროში კი „არწივებმა“ 20-14 გაიმარჯვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გამარჯვებული გუნდის კაპიტანი საბა გოგატიშვილი აღიარეს. საუკეთესო შემტევისთვის დაწესებული პრიზი კი, გიორგი ონოფრიშვილმა მიიღო.
