გივი თარგამაძემდე მსგავსი განცხადება გააკეთა თინა ხიდაშელმა, ასევე ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების პარალელურად, კვლევა გამოაქვეყნა გიორგი კანდელაკმა
გივი თარგამაძემდე მსგავსი განცხადება გააკეთა თინა ხიდაშელმა, ასევე ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების პარალელურად, კვლევა გამოაქვეყნა გიორგი კანდელაკმა. ვახტანგ კაპანაძემ კი, საქართველოში კონკრეტულ სამიზნეებზე ილაპარაკა. განცხადება გააკეთა გუბაზ სანიკიძემაც. ოთხივე უკვე გამოიკითხა. სანიკიძემ ჩვენს კითხვებს არ უპასუხა, კაპანაძემ გამოკითხვის დეტალები არ თქვა, კანდელაკი ირწმუნებოდა, რომ მისი კვლევა საბრძოლო მოქმედებებს უბრალოდ დაემთხვა, თინა ხიდაშელმა კი მისი მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოში ტერორისტების მომზადების შესახებ საერთოდ უარყო. დივერსია ქვეყნის წინააღმდეგ - ასეთია შეფასება რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან კეთდება. ნაციონალური მოძრაობა კი ქვეყნის დამაზიანებელ განცხადებებს არ ემიჯნება.
