ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გააუქმოს აპრილში შეერთებულ შტატებში დაგეგმილი მეფე ჩარლზის ვიზიტი
ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გააუქმოს აპრილში შეერთებულ შტატებში დაგეგმილი მეფე ჩარლზის ვიზიტი. მიზეზად მან ირანში ამერიკის სამხედრო მოქმედებები დაასახელა. „ტრამპმა დაიწყო უკანონო ომი, რომელიც ანგრევს ახლო აღმოსავლეთს და ზრდის ბრიტანული ოჯახების ენერგოგადასახადებს. ცხადია, ეს ვიზიტი არ უნდა შედგეს“ – განაცხადა ედ დევიმ.
