ოპოზიციამ და ოპოზიციურმა ტელევიზიებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია სცადეს
ოპოზიციამ და ოპოზიციურმა ტელევიზიებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია სცადეს. გამოიგონეს ამბავი, თითქოს სუსი გივი თარგამაძეს ვერ პოულობდა. საფუძვლად კი გამოიყენეს ჟურნალისტის კითხვაზე პასუხი, რომ თარგამაძეც დაბარებული იყო გამოკითხვაზე, თუმცა ჯერ დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, რადგან ტელეფონი გათიშული ჰქონდა. არსად თქმულა, რომ სუსი თარგამაძეს ეძებდა და ვერ პოულობდა. გივი თარგამაძე გამოიკითხება მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელმაც თქვა რომ საქართველოში ფუნქციონირებს ტერორისტების უნივერსიტეტი.
