BBC-იმ ირანში ომის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივნის გამოსვლა დაამახინჯა. ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს
BBC-იმ ირანში ომის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივნის გამოსვლა დაამახინჯა. ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს. გამოცემის ცნობით, „ბიბისი პერშანმა“, რომელიც ირანელი მაყურებლისთვის მაუწყებლობს, არასწორად თარგმნა პიტ ჰეგსეტის სიტყვები, რის გამოც ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ის ამბობდა, რომ შეერთებული შტატები ირანელ ხალხს ესხმის თავს და მათთვის სიკვდილი მოაქვს. როგორც BBC-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, არასწორი თარგმანი ადამიანური შეცდომა იყო, რომელიც გამოწვეული იყო ადამიანური ფაქტორით, პირდაპირ ეთერში სინქრონული თარგმანის დროს. „ტელეგრაფი“ კი წერს, რომ ინციდენტმა BBC-ი შესაძლოა ტრამპთან დაპირისპირების რისკის ქვეშ კიდევ ერთხელ დააყენოს.
