თბილისში 1 200 სტუდენტზე გათვლილი ლოგისტიკისა და მშენებლობის მიმართულების ექსელენს ცენტრი შენდება
თბილისში 1 200 სტუდენტზე გათვლილი ლოგისტიკისა და მშენებლობის მიმართულების ექსელენს ცენტრი შენდება. მასშტაბური პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. ახალი ცენტრი არსებულ პროფესიულ დაწესებულებებს ცოდნის გაზიარებაში, მასწავლებელთა გადამზადებაში, სასწავლო რესურსების შემუშავებასა და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვაში დაეხმარება. სამუშაოებს განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი გაეცნო.
