საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ბორჯღალოსნებმა რუმინელებს 53-23 აჯობეს, რითაც ზედიზედ მეათედ და ისტორიაში მე-19-ედ ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლნენ. ეროვნული ნაკრები დღევანდელ მეტოქეს 31-ედ დაუპირისპირდა და მისი დამარცხება 21-ედ მოახერხა. ქართველმა მორაგბეებმა ავჭალის მოედანზე მეტოქეს 8 ლელო დაუდეს. ჩვენი გუნდი ფინალში პორტუგალიას ან ესპანეთს შეხვდება. გადამწყვეტი მატჩი 15 მარტს მადრიდში გაიმართება.
