საქალაქო სასამართლოში გამოიკითხნენ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი
საქალაქო სასამართლოში გამოიკითხნენ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უარყო ის, რაც 5 დღის წინ თქვა, რომ თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. „ქრონიკის“ კითხვაზე, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს, როცა ის საფრთხეებზე საუბრობდა, პასუხი არ აქვს. არც იმაზე, რატომ გააკეთა განცხადება, ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული ვითარების ფონზე. ისევე როგორც გიორგი კანდელაკს, რატომ გამოაქვეყნა კვლევა სწორედ ამ პერიოდში, კანდელაკის თქმით უბრალოდ დროში დამთხვევაა.
