1 საათზე მეტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაშია ვახტანგ კაპანაძე
1 საათზე მეტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაშია ვახტანგ კაპანაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსათან კითხვები გამოძიებას, სავარაუდოდ, მისსავე საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით აქვს. მწვავე კონფლიქტის ფონზე, მან პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ირანის ადგილას, ის დაარტყამდა საქართველოს, რადგან თუკი ირანის ინტერესია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე დარტყმა, აქ ყველაზე დაუცველი ნაწილი საქართველოა.
