დღეს, საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინელებს უმასპინძლებს
დღეს, საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინელებს უმასპინძლებს. ამ გუნდებს შორის გარდა ფინალის საგზურისა, ტრადიციულად ანთიმოზ ივერიელის თასი გათამაშდგება. წინა შეხვედრისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში 4 ცვლილებაა. ვასილ ლობჟანიძე ნაკრებში 103-ე თამაშს ჩაატარებს და ამ მაჩვენებლით შალვა მამუკელაშვილს დაეწევა. აღსანიშნავია, რომ დღეს ნაკრებს 2 ცენტურიონი, მამუკაშვილი და სანდრო თოდუა დაემშვიდობებიან. საქართველო-რუმინეთის შეხვედრა ავჭალის სტადიონზე შედგება და პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 15:00 საათზე დაიწყება.
