ზელენსკი: ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე პროგრესი დღემდე არ არის
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე პროგრესი დღემდე არ არის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციული მიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხიც კითხის ნიშნის ქვეშ დგას.
