ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი აზერბაიჯანს პროვოკაციების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება
ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი აზერბაიჯანს პროვოკაციების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება. ალი ლარიჯანის განცხადებით, აზერბაიჯანთან მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ, თუმცა თუ ამ ქვეყნის მხრიდან ირანის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება განხორციელდება, შესაბამის პასუხს გასცემენ. 5 მარტს ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელდა თავდასხმა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.
