თეთრი სახლის ლიდერს ირანის მომავალი პრეზიდენტის შერჩევაში მონაწილეობა სურს
თეთრი სახლის ლიდერს ირანის მომავალი პრეზიდენტის შერჩევაში მონაწილეობა სურს. „ჩვენ არ გვინდა, ხუთ ან ათ წელიწადში ერთხელ დაბრუნება და ამის გაკეთება. გვინდა ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც თავის ქვეყანას ომში არ წაიყვანს“,– განაცხადა ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას. თეთრი სახლის ლიდერს ერთი კვირის წინ ირანში ქალთა დაწყებითი სკოლის დაბომბვაზეც სთხოვეს კომენტარი, რაზეც მან განაცხადა, რომ ეს ირანელების გაკეთებულია, რადგანაც მათ ზუსტი იარაღი არ აქვთ.
