ირანმა ისრაელის მიმართულებით 4 სარაკეტო შეტევა განახორციელა
ირანმა ისრაელის მიმართულებით 4 სარაკეტო შეტევა განახორციელა. ინფორმაციას „ტაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობითვე, თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა. განეიტრალებული რაკეტების ნამსხვრევები დაუსახლებელ ადგილებში დაეცა.
