ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში წვევამდელთა ახალმა ნაკადმა საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყო
ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში წვევამდელთა ახალმა ნაკადმა საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყო. მათ დეტალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ და შესაბამისი აღჭურვილობა დაურიგდათ. ისინი საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს გაივლიან. კურსის მონაწილეებს ფიზიკურად მოამზადებენ და დისციპლინარულ წესდებებსაც გააცნობენ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისა და სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, წვევამდელები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.
