ფოთის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ფოთის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ნარჩენი ტრანსპორტირდება ზუგდიდის ახალ რეგიონულ არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის, მიხეილ გოგოლიძის განცხადებით, ფოთის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე არსებული, ძველი ნაგავსაყრელი კანონის შესაბამისი ნორმების დაცვით დაიხურება.
