საპარლამენტო დელეგაცია ამერიკაში ვიზიტს ასრულებს
საპარლამენტო დელეგაცია ამერიკაში ვიზიტს ასრულებს. 1 კვირის განმავლობაში ქართულ მხარეს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვდნენ ექსპეტებსა და ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებს, რომლებისგანაც მოისმინეს, რა ხედვაა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან, რუსეთ-უკრაინის ომთან და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით.
