თინა ხიდაშელი უარყოფს მისსავე ნათქვამს, რომ თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ
თინა ხიდაშელი უარყოფს მისსავე ნათქვამს, რომ თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. გამოკითხვიდან გამოსულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ მისი განცხადების მიზანი იყო გამოძიება დაწყებულიყო, თუმცა „ქრონიკის“ კითხვაზე, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს, როცა ის საფრთხეებზე საუბრობდა, პასუხი არ აქვს. არც იმაზე, რატომ გააკეთა განცხადება, ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე. ცოტა ხნის წინ დატოვა საქალაქო სასამართლოს შენობა გიორგი კანდელაკმაც.
