17 ჟურნალისტ ქალს, ომის მონაწილის სტატუსი მიენიჭა
17 ჟურნალისტ ქალს, ომის მონაწილის სტატუსი მიენიჭა. ინიციატორი ჟურნალისტთა ფედერაცია და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურია. მიღებაზე იმ ქალ ჟურნალისტებს უმასპინძლეს, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, თუმცა, ომის მონაწილის სტატუსს ოფიციალურად არ ფლობდნენ.
