თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალებს უმასპინძლეს
თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალებს უმასპინძლეს, რომლებმაც წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერების ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
