ორბანს ზელენსკის მუქარის არ ეშინია
„ორბანს ზელენსკის მუქარის არ ეშინია“,- ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქალაქ დებრენეცში განუცხადა, სადაც საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა. როგორც უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაცვის სამსახურის საქმეა, სადაც პროფესიონალები მუშაობენ. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ორბანი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფას დაბლოკავს, მის მისამართს უკრაინელ სამხედროებს მისცემს.
