გერმანია ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს
გერმანია ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, „რადგანაც ეს ჩვენი ომი არ არის“,- ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბეილმა განაცხადა. „ირანის ხელისუფლება ტერორისტული რეჟიმია, თუმცა საჰაერო დარტყმები სავარაუდოდ პრობლემას მუდმივად ვერ გადაწყვეტს და არსებობს სერიოზული კითხვები მათ საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაზე“,- აღნიშნა კლინგბეილმა. მისივე თქმით, საერთაშორისო ურთიერთობები კვლავ წესებზე დაფუძნებულ სისტემას უნდა დაეყრდნოს.
