დუბაიში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
დუბაიში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ალ ბარშას რაიონში მოხდა. მამაკაცი მანქანას მართავდა, რა დროსაც ავტომობილს ნამსხვრევები დაეცა.
