ისრაელის პრემიერი ირანს ახალ სიურპრიზებს ჰპირდება
ისრაელის პრემიერი ირანს ახალ სიურპრიზებს ჰპირდება. ამის შესახებ მან მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელი ყველანაირ პირობას შექმნის იმისთვის, რომ ირანელმა ხალხმა საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს. ისრაელის პრემიერმა ირანელ სამხედროებს კიდევ ერთხელ მოუწოდა იარაღის დაყრისკენ, რის სანაცვლოდაც ხელშეუხებლობას დაპირდა.
