დღეიდან 10 მარტის ჩათვლით, საქართველოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა
დღეიდან 10 მარტის ჩათვლით, საქართველოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც საქართველოში ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს. პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ და გაცვალონ მოსაზრებები ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
