საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები ამერიკაში
ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან. მხარეებმა, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ასევე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე. მხარეებმა აზრები გაცვალეს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებთან დაკავშირებით. დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ცენტრების ექსპერტებისგან მათი ხედვა მოისმინეს სამხრეთ კავკასიის რეგიონთან, რუსეთ-უკრაინის ომთან და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით.
