რა კეთდება ქვეყნის ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად
რა კეთდება ქვეყნის ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად, ეს იყო დებატებში, მთავარი კითხვა. არაბული ინვესტიციების ეკონომიკური სარგებელი და შესაძლო საფრთხეები. უპრეცედენტო ინვესტიცია, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში 24 ათას დროებით და შემდეგ 8 ათას მუდმივ სამუშაო ადგილს შექმნის, ბიუჯეტში კი წლიურად 500 მილიონი შევა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 2018 წლის შემდეგ, ხელისუფლებამ უცხოელებზე მიწების გასხვისება აკრძალა, რასაც მაშინ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა არალეგალი მიგრანტების კონტროლზეც. ეკონომიკის მინისტრმა კი მოიყვანა სტატისტიკა, წლირად, რა სარგებელს ნახულობს ბიუჯეტი უცხოელი სტუდენტების გადახდილი თანხებით, ისიც აღნიშნა, რომ ქვეყანაში 37 ათასი უცხოელი სტუდენტია. მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა სხვა პროგრამებზეც, მისი განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სრულად არის მიმართული მდგრადი და დივერსიფიცირებული ეკონომიკის განვითარებაზე.
