სუსში გამოკითხვაზეა დაბარებული გივი თარგამაძეც
სუსში გამოკითხვაზეა დაბარებული გივი თარგამაძეც. კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანიც ჩაერთო და ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. სუსში კი „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ განგვიცხადეს, რომ გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო გუშინ დატოვა.
