რუსეთი უახლოეს მომავალში ევროპისთვის თხევად გაზის მიწოდებას შეწყვეტს
რუსეთი უახლოეს მომავალში ევროპისთვის თხევად გაზის მიწოდებას შეწყვეტს. ინფორმაცია, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა გაავრცელა. მისი თქმით რუსეთი აღარ დაელოდება ევროკავშირის ახალ შეზღუდვებს ენერგეტიკის სფეროში და უახლოეს მომავალში თხევად ბუნებრივ აირს ევროპას თავად აღარ მიაწვდის, ევროპისთვის განკუთვნილი ნედლეული კი მეგობრულ ქვეყნებს ჩინეთს, ტაილანდს, ფილიპინებს და ინდოეთს გაეგზავნებათ
