შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ უილიამ ბუშს გზავნის
შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ უილიამ ბუშს გზავნის. ამერიკული სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, ავიამზიდის პირადმა შემადგენლობამ ეროვნული მასშტაბის ამოცანების შესრულების უფლების მოსაპოვებლად საჭირო წვრთნები უკვე გაიარა, ხმელთაშუა და წითელი ზღვები გადაკვეთა და ახლა სუეცის არხში ცურავს. მანამდე კი გავრცელდა ცნობა, რომ ორმუზის სრუტის მიმართულებით კიდევ ერთი ავიამზიდი, გენერალი ფორდი მიემგზავრება. გამოცემა „ენ ბი სი“ კი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დონალდ ტრამპი ირანში ამერიკული სახმელეთო ჯარების განლაგებას განიხილავს. თუმცა ამავე წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ეს ირანში მასშტაბურ სახმელეთო შეჭრას არ გულისხმობს . მით უფრო რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
